მთავარი / სიახლეები / ალეგრი მადრიდისკენ, ზიდანი – ტურინისკენ

ალეგრი მადრიდისკენ, ზიდანი – ტურინისკენ

მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა მომავალი სეზონიდან მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ ტურინელთა ყოფილი გენერალური მენეჯერი ლუჩანო მოჯი იტალიურ მედიასთან საუბარში ამბობს.

როგორც მოჯი ვარაუდობს, თუ ალეგრი მადრიდში გადაბარგდება, მას ზინედინ ზიდანი შეცვლის, რომელიც 1996-2001 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა, ხოლო ამჟამად უმუშევარია.

აღსანიშნავია, რომ ზიდანს „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ უკავშირებენ, თუმცა, იტალიური გამოცემები წერენ, რომ არჩევნის შემთხვევაში ფრანგი უპირატესობას „იუვეს“ მიანიჭებს.

აქვე გეტყვით, რომ ალეგრის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …