მთავარი / სიახლეები / კინი: “არ ვიცი რა მოხდება იანვარში”

კინი: “არ ვიცი რა მოხდება იანვარში”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოისე კინმა იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც აღნიშნავს, რომ იანვარში შესაძლოა გუნდი დატოვოს. ნიჭიერი ფორვარდის განცხადებით, მხარეები სიტუაციას შეაფასებენ და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ.

კრიშტიანუ რონალდუ – ნამდვილად შესანიშნავია ასეთ ჩემპიონთან ყოფნა. ადრე ის მხოლოდ ფლეისთეიშენში მყავდა ნანახი. მასთან ერთად თამაში ჩემთვის ეფექტურია და „იუვენტუსის“ ჩემპიონებისგან ბევრს ვსწავლობ.

ტრანსფერი – არ ვიცი რა მოხდება იანვარში. ხელმძღვანელობა ფიქრობს ამის შესახებ, შევაფასებთ სიტუაციას და შემდეგ ვნახოთ.

მარიო ბალოტელი – ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მოედანზე მისი სათამაშო სტილის გამო (იღიმის).

„იუვენტუსის“ სკოლა – ბევრი ვისწავლე ამ ოჯახში. საოცრად სერიოზული გარემოა. სკუდეტო? მშვიდად ვაგრძელებთ მუშაობას, რადგან ამ გუნდს დიდი გამოცდილება აქვს.

მასიმილიანო ალეგრი – მან დიდი ნდობა გამომიცხადა და მეც ვცდილობ, რომ ეს ნდობა გავამართლო. ამ ეტაპზე ბევრი სათქმელი არა, მაგრამ დასამტკიცებელი მაქვს.

იტალიური მედიის ცნობით, კინი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით სხვა გუნდში გადავა, რომ მეტი სათამაშო დრო მიიღო. იტალიელს ამჟამად „იუვენტუსში“ არსებული კონკურენციის გამო თამაში თითქმის არ უწევს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …