ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ხუან კუადრადო ამბობს, რომ მისი კერპი რონალდინიო იყო. კოლუმბიელის განცხადებით, ბრაზილიელის თამაშებს ბავშვობიდან თვალს ყურადღებით ადევნებდა.
კერპი – ყოველთვის რონალდინიო მომწონდა. მის ვიდეოებს პატარაობიდან ვუყურებდი, ის ყოველთვის საოცარი სიხარულით თამაშობდა და ვცდილობ ასე ვიყო მეც.
გოლი – ეს ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებაა. ვცეკვავ, რადგან დიდ სიხარულს მანიჭებს. ყოველი გოლი ჩემთვის ისეა, თითქოს პირველი იყოს. როდესაც ვიტან, პირველი რაც აზრად მომდის, ღმერთისთვის მადლობის გადახდაა.
ყველაზე დიდი ემოცია – ბევრია, პირველ რიგში პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი, როდესაც კოლუმბიაში ვთამაშობდი. ეს იყო ოცნება, რომელიც რეალობად იქცა. ასევე, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი და ევროპაში გადაბარგება, რომელიც დიდი ნახტომი იყო.
ფონდი – კარიერის დასრულების არ ვიცი რას გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ კოლუმბიაში ბავშვებს დავეხმარები ჩემი ფონდიდან.