მთავარი / სიახლეები / ემილ აუდერო “იუვენტუსში” დაბრუნებაზე ოცნებობს

ემილ აუდერო “იუვენტუსში” დაბრუნებაზე ოცნებობს

გენუის „სამპდორიაში“ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეულია ემილ აუდერო. 21 წლის მეკარე, რომელიც „სამპას“ ღირსებას იჯარით იცავს და „იუვენტუსის“ საკუთრებაშია. იტალიელი კიპერი არ მავალს, რომ „იუვეში“ დაბრუნებაზე ოცნებობს, რადგან ეს გუნდი მისთვის ბევრს ნიშნავს – იქ გაიზარდა.

როგორია გენუური თავგადასავალი? – ძალიან კარგი. აქ ვცხოვრობ და კარგად ვმუშაობ. ნდობას ვგრძნობ და ეს მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ჯერ ვენეციაში გასულ წელს და ახლა გენუაში. ორი ფუნდამენტური სეზონი ჩემთვის.

„იუვე“? – ლოგიკურია, რომ ჩემს გულშია. სხვაგვარად არ შემიძლია წარმოდგენა. „იუვენტუსში“ ათი წელი გავატარე და იქ გავიზარდე. ერთ დღეს სიამოვნებით დავბრუნდები, ამას არ ვმალავ. თუმცა, ახლა მხოლოდ „სამპდორიაზე“ ვფიქრობ. 29 დეკემბერს, „ალიანც სთედიუმზე“ დაბრუნება? – ჩემთვის ეს დიდი ემოცია იქნება“, – აღნიშნა აუდერომ.

აუდერო „იუვენტუსის“ აკადემიაში 2008-2016 წლებში ირიცხებოდა, ხოლო 2016-2017 წლების სეზონში ჯანლუიჯი ბუფონისა და ნეტოს შემდეგ მესამე მეკარის რანგში გაატარა. მაშინ, ბოლო ტურში „ბოლონიასთან“ ითამაშა კიდეც. 2017 წელს იჯარით ქვედალიგე „ვენეციაში“ გაანათხოვრეს, ხოლო ახლა „სამპდორიას“ კარის სადარაჯოზე დგას.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …