კლაუდიო მარკიზიომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე დაძაბული ვითარება იქნება. თუმცა, ფიქრობს, რომ „იუვე“ მაინც სხვებზე ძლიერია.
„იუვენტუსი“ ჯერ კიდევ ყველაზე ძლიერია, მაგრამ წელს ბოლო წლებთან შედარებით უფრო საინტერესო და რთული ჩემპიონატის. რამდენიმე გუნდს შორის განსხვავება ცოტა ქულაა, ასევე კორონავირუსის გამო, რომლის გამოც კალენდარი ძალიან მჭიდროა. არსებობს ბალანსი, რომელიც ჩემი აზრით, სეზონის ბოლომდე იარსებებს.
ვნება აღემატება ყველაფერს და გეხმარება მიზნების მიღწევაში. რაც შეეხება მსხვერპლზე წასვლას, ეს მხოლოდ ფეხბურთელებს არ უწევთ. ჩემს შემთხვევაში, ჩემი მშობლებიც წავიდნენ მსხვერპლზე, დედაჩემი, რომელსაც ყოველდღე ანდეძენოდან ტურინში მივყავდუ, რომ ჩემი მიზნისთვის მიმეღწია. ჩემს შემთხვვაში მსხვერპლზე წასვლა ჩემი ოჯახიდან დაიბადა“, – თქვა მარკიზიომ.
შეგახსენებთ, რომ კლაუდიო მარკიზიო „იუვენტუსის“ აკადემიაში 1993 წლიდან თამაშობდა, ხოლო მთავარ გუნდში 2006-2018 წლებში ითამაშა.