ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ატალანტასთან“ მატჩის წინ JTV-სთან ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, რთული თამაში იქნება, რადგან მეტოქე ძალიან ძლიერია.
„რთულ მატჩს ველოდებით ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, ეს უკვე რამდენიმე წელია რეალობაა. არამხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაშიც „ატალანტა“ ძლიერია. ეს იქნება რთული მატჩი და შესაბამისად, ისე უნდა დავუპირისპირდეთ, როგორც ტოპ გუნდს. საჭიროა თამაშს პატივისცემით მოვეკიდოთ.
„პორტუ“? ამ ეტაპზე ყველა გუნდი ძლიერია, არ შეიძლება დიდ სიურპრიზებს ელოდო. დიდ პატივს ვცემთ მეტოქეს, ვეცდებით სწორი დამოკიდებულებით შევხვდეთ ამ თამაშს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგამდე დიდი დროა და ახლა თავი სერია A-ს უნდა დავუთმოთ.
უცნაური სეზონია, არამარტო იტალიაში, არამედ ევროპაში. სამწუხაროდ, ამ კოვიდის საშუალებით ყველაფერი გაწონასწორებულია. თამაშს სწორი მენტალიტეტით მიდგომა სჭირდება, სუსტი გუნდები აღარ არსებობენ.
მატჩების გარკვეულ მომენტებში კონცენტრაცია გვაკლია. საჭიროა 95 წუთის განმავლობაში ერთხელაც არ გავითიშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვირთულდება. ამაზე უნდა ვიმუშაოთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ატალანტას“ მატჩი 16 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.