„დორტმუნდის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა Golden Boy-ს ტიტული მოიგო, რომელსაც Tuttosport-ი ათამაშებს. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა მცირე კომენტარი „იუვენტუსის“ შესახებაც გააკეთა.
„იუვეში“ გადასვლასთან ახლოს ვიყავი? ასე ამბობენ, მაგრამ მე ეს არასდროს მითქვამს. ერთი წელია, რაც „დორტმუნდში“ ვარ და ბედნიერი ვარ“, – თქვა ჰოლანდმა.
მისმა აგენტმა მინო რაიოლამ კი ამის საპასუხოდ, არ გამორიცხა ნორვეგიელის სამომავლოდ იტალიაში გადაბარგება:
„დიდი მოთამაშეების შემთხვევაში არასდროს არის გამორიცხული იტალიაში გადასვლა. ჩვენ ლამაზ ქვეყანაზე ვსაუბრობთ“, – აღნიშნა რაიოლამ.