ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი „პორტუსთან“ შეხვედრას სოციალური ქსელიდან გამოეხმაურა. ბონუჩისთვის პორტუგალიურ გუნდთან მატჩი განსაკუთრებულია, რადგან 2017 წელს სწორედ „დრაკონებთან“ დაპირისპირების წინ მომხდარი ინციდენტის გამო გუნდი დატოვა.
„იუვეს“ თამაში „პორტუსთან“ ჩემი კარიერისთვის არაჩვეულებრივი და იშვიათი შანსია, რომ ერთი ნაბიჯი წინ გადავდგა. წინა თამაშიდან 1391 დღე გავიდა („პორტუსთან“ მატჩიდან – რედ). დღეები, რომლებმაც მასწავლეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოთამაშისთვის, რომ შეძლოს პირადი ეგოს გვერდზე გადადება გუნდის საკეთილდღეოდ. მინდა, ახლა ეს შანსი მაქსიმალურად გამოვიყენო. მოტივაციით, ვნებით და იმ მაისურის სიყვარულით, რომელიც მაცვია. Fino Alla Fine”, – დაწერა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ მაშინ, პორტუგალიაში გასამართი მატჩის წინ ბონუჩის მასიმილიანო ალეგრისთან კონფლიქტი მოუვიდა და მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა. პოპულარული იყო ფოტო, როდესაც „დრაგაუს“ სტადიონის ვიპ ლოჟაში ბონუჩისთვის ადგილი ვერ მოიძებნდა და დამატებით განთავსებულ ტაბურეტზე იჯდა.
საბოლოოდ, ამ ინციდენტის გამო ბონუჩი „მილანში“ გადავიდა, მაგრამ ერთ წელიწადში ტურინში დაბრუნდა და როგორც ჩანს, ლეონარდო გუნდიდან წასვლას შეცდომად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „პორტუს“ 17 თებერვალს ესტუმრება, ხოლო ტურინში 9 მარტს უმასპინძლებს.
View this post on Instagram