ჩემპიონთა ლიგის პრედენტობიდან სერია B-მდე. ეს 2006 წლის ზაფხულია, რომელიც იტალიის ნაკრების ქომაგებისთვის დაუვიწყარია.
იმ პერიოდში ყველაზე ანტიპათიური კვირები კალჩოპოლის უკავშირდება, რამაც „იუვენტუსი“ ქვედა ლიგაში დააქვეითა და თავდაპირველად 30 ქულა დააკლეს, რომელიც 17-მდე შეუმცირეს. ეს დიდი დარტყმა იყო „იუვეს“ ქომაგებისთვის.
ჩამოართვეს ორი სკუდეტო, წავიდნენ დიდი ფეხბურთელები. ფაბიო კანავარო და ემერსონი „რეალში“, ლილიან ტურამი და ჯანლუკა ძამბროტა „ბარსელონაში“, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პატრიკ ვიეირა „ინტერში“, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფაბიო კაპელო დიდიე დეშამმა შეცვალა.
სცენა ლუჩანო მოჯის, რობერტო ბეტეგასა და ანტონიო ჯირაუდოსაც დაატოვებინეს. დიახ, მთავარ სამეულს, მათ ნაცვლად ჟან კლოდ ბლანი, ჯოვანი კობოლი ჯილი მოვიდნენ, ხოლო ალესიო სეკო სპორტულ დირექტორად დააწინაურეს.
მოკლედ მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი რევოლუცია. გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს შემცვლელბი სჭირდებოდათ. ტურინელებს ორი საინტერესო მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსით უკვე დაბევებული ჰყავდათ – მარკო მარკიონი და კრისტიანო ძანეტი.
მარკიონი „პარმას“ ლიდერი იყო და პატივისცა მანამდე მიღწეულ შეთანხმებას, სინანულის გარეშე, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ განმარტა:
„იანვარში ხელი მოვაწერე ხელშეკრულებას ევროპის უძლიერეს კლუბთან და ექვს თვეში სერია B-ში აღმოვჩნიდ. მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ნაბიჯი უკან გადავდგი. მე სიტყვა მიცემული მქონდა და „იუვენტუსს“ ყოველთვის განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა“.
იგივე ეხება კრისტიანო ძანეტისაც, რომელიც ტურინში მილანის „ინტერიდან“ გადავიდა.
„გამარჯვების წარმოუდგენელი სურვილი იყო. არავითარი პრობლემა არ არსებობდა, ისეთი შეგრძნება იყო, რომ სეზონი უბრალოდ გაივლიდა. ფეხზე წამოდგომა საჭირო გახლდათ, მაგრამ იმ გასახდელში შთამბეჭდავი ფეხბურთელები იყვნენ. ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო და კომპანიის დამსახურებაცაა, რომ პირველივე სეზონში დავბრუნდით. მოგვიანებით „იუვემ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დიდებული გუნდია და გამარჯვება შეუძლია თუნდაც ნედვედის, დელ პიეროს და ტრეზეგეს გარეშე“.
მოთხრობის მორალი, სერია B. თუმცა, სიამაყით და ვნებით სავსე. თავგადასავალი, რომელიც ორივე ფეხბურთელის შემთხვევაში სამი სეზონი გაგრძელდა. 2009 წელს როგორც მარკიონი, ისე ძანეტი „ფიორენტინაში“ გაასხვისეს ფელიპე მელოს ტრანსფერის სანაცვლოდ. თუმცა, ეს სხვა ამბავია, არც ისე ბედნიერი…