ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ფედერიკო კიეზას გადაბირებას აპირებს და ფლორენციის „ფიორენტინასთან“ მოსარიგებელ გზებს ეძებს.
იტალიური მედიის ცნობით, „იუვე“ ტრანსფერში ჩართვას მატია პერინს უპირებს, რომელიც იჯარით „ჯენოაში“ თამაშობს. ცხადია, პერინის ტურინში დაბრუნება გამორიცხულია კონკურენციის გამო და ამიტომაც, არ გამორიცხავენ, რომ იტალიელ კიპერს „ფიორენტიას“ შესთავაზებენ.
გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას კრისტიან რომეროს, ლუკა პელეგრინისა და დანიელე რუგანის სახელებიც, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა ფასის დაკლების მიზნიტ კიეზას სანაცვლოდ „იებს“ დაუთმონ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ კიეზას გადაბირებით უკვე მეორე სეზონია დაინტერესებულია.