„ბრეშას“ პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ სანდრო ტონალის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბევრი მსურველი ჰყავს. თუმცა, „იუვენტუსი“ და „ინტერი“ არიან გუნდები, სადაც გადაბარგებას თავად ტონალი უპირატესობა ანიჭებს.
„ტონალის პარიზში წაყვანა ნასერს უნდა (პსჟ-ს პრეზიდენტი – რედ), დღესაც მომწერა, მაგრამ ტონალის საფრანგეთში წასვლა არ სურს. „ინტერი“ და „იუვე“ არის გზები, რომელიც მას ურჩევნია. დე ლაურენტისმა 40 მილიონი შემომთავაზა, „ფიორენტინაც“ მზადაა მის საყიდლად. კორონავირუსამდე „ბარსელონა“ 65 მილიონს და ორ აკადემიის ფეხბურთელს მთავაზობდა, რომლებიც ძალიან საინტერესო მოთამაშები არიან. ვფიქრობ, კატალონელმა მენეჯერებმა მიიღეს პასუხი, რომელიც არ მოეწონებოდათ და ეს არ ყოფილა ტონალისგან. მე საქმე არავისთან მაქვს, ჯერ კიდევ 12 მატჩი გვაქვს სათამაშო და სანდრო მშვიდად უნდა იყოს“, – თქვა ჩელინომ.
აქვე გეტყვით, რომ იტალიური მედიის ვარაუდით, ტონალის შეძენის უფრო დიდი შანსი „ინტერს“ აქვს, ვიდრე „იუვენტუსს“.