ტურინის „იუვენტუსს“ ლონდონის „ჩელსის“ ესპანელი შემტევი პედრო დაუკავშირეს. იტალიური მედია იტყობინება, რომ მაურიციო სარი უარს არ იტყოდა ყოფილი შეგირდის „იუვეში“ ხილვაზე.
პედროს „ჩელსისთან“ კონტრაქტი ეწურება და გადაწყვეტილია, რომ ლონდონს დატოვებს. სარიმ კი მასთან გასულ სეზონში იმუშავა.
აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო ფანჯარა კორონავირუსის გამო ამჯერად 1 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე იქნება გახსნილი და იქამდე მხარეებს დრო ექნებათ სიტუაციის გასანაალიზებლად.