„იუვენტუსის“ ფეხბურთელი ახლა უკეთესი ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება, ვიდრე მარტში, სეზონის შეწყვეტის მომენტში.
Tuttosport-ის ინფორმაციით, კონტინასაზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ პორტუგალიელის ფიზიკურ ფორმაზე კარანტინს გავლენა არ მოუხდენია.
პირიქით, რონალდუ ბოლო სამი თვის განმავლობაში სახლში ინდივიდუალურად 3-4 საათი ვარჯიშობდა, ხოლო უკანასკნელ პერიოდში ბაზაზე ვარჯიშობდა ინდივიდუალური პროგრამით, ხოლო დღეიდან უკვე მაურიციო სარის გუნდს სრულად შეუერთდება და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისთვის“ სეზონი 13 ივნისს, იტალიის თასზე „მილანთან“ მატჩით განახლდება.