მარიო მანჯუკიჩი დაბრუნებასთან ახლოსაა. ხორვატ ფორვარდს დღეს „კიევოსთან“ მატჩი ნამდვილად გაუცდება, თუმცა მომდევნო ტურში სათამაშოდ მზად უნდა იყოს.
Tuttosport-ის ცნობით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მარიო მოედანს „ლაციოს“ წინააღმდეგ დაუბრუნდეს. სხვათა შორის, ამის შესახებ მასიმილიანო ალეგრიმაც ისაუბრა გუშინ გამართულ პრესკონფერეციაზე.
მთავარი მიზანი კი, რა თქმა უნდა, მადრიდის „ატლეტიკოა“ – ამ მატჩისთვის მანჯუკჩი კარგ ფორმაში უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ მე-17 ნომერი დაახლოებით 10 დღის წინ გამოაკლდა გუნდს და მიმდინარე წელს მოედანზე არ გასულა.