მადრიდის „რეალის“ მცველის, მარსელოს „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლის შესახებ საუბარი ისევ არ წყდება. ესპანური გამოცემა As-ის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს საუკეთესო მეგობრის ტურინში ხილვა ძალიან უნდა.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ბრაზილიელი ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. სანტიაგო სოლარი ახალგაზრდა რეგილონს ამჯობინებს, ხოლო მარსელო სათადარიგო სკამს გაუშინაურდა. ხსენებული წყაროს ინფორმაციით, სწორედ რეგილონი და რონალდუ მარსელოს „იუვენტუსისკენ“ უბიძგებენ.
აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.
გარდა ამისა, „რეალიდან“ „იუვენტუსში“ კიდევ ერთი ფეხბურთელის ტრანსფერს ვარაუდობენ – ისკო ალარკონი. ესპანელი ნახევარმცველი სოლარის გუნდში მისვლის შემდეგ ღრმა სათადარიგო ფეხბურთელად იქცა და ბუნებრივია, მადრიდის დატოვება უნდა. ესპანური მედია კი დარწმუნებულია, რომ „იუვენტუსი“ ფავორიტია იმ გუნდებში, რომლებსაც ისკოს გადაბირება სურთ.