მთავარი / სიახლეები / სერია A / მარჩელო ლიპი: “სეზონი აუცილებლად უნდა დასრულდეს”

მარჩელო ლიპი: “სეზონი აუცილებლად უნდა დასრულდეს”

„იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ სეზონი აუცილებლად უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, სკუდეტოსთვის ბრძოლაზეც გააკეთა კომენტარი.

„ორი თვის შემდეგ ჩვენ ყველამ მოთმინება დავკარგეთ, რადგან ორი თვე სახლში ყოფნა ადვილი არაა. მაგრამ კმაყოფილება იმაში მდგომარეობს, რომ სიტუაცია გამოსწორდება და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ მალე ყველაფერი დასრულდება და მაისის დასაწყისში დავბრუნდებით, არ ვამბობ, რომ ნორმალურ ცხოვრებას, მაგრამ სიტუაციის გაუმჯობესებას.

მხარს არ ვუჭერ არც ჩემპიონატის ჩაშლას და არც პლეი-ოფს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სეზონი დასრულდეს, ცხადია თუ მეცნიერული თვალსაზრისით ამის ნებართვა იქნება. თუნდაც ეს იყოს დახურულს კარს მიღმა, აგვისტოში, თამაში ისეთ პირობებში, რომელშიც ჩვეულებრივ არ თამაშობ.

სკუდეტო? „იუვენტუსი“ ყოველთვის ფავორიტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ წელს „ლაციო“ საოცრად თამაშბს, ეს გუნდი ძალიან მომწონს. მაგრამ ცოტა მეტი შანსი „იუვენტუსს“ აქვს. არ უნდა ჩამოვწეროთ „ინტერიც“, რომელიც გადადებულ მატჩს თუ მოიგებს, ბრძოლაში დაბრუნდება, „ლაციოს“ უპირატესობა კი ისაა, რომ ევროთასებზე არ ასპარეზობს“, – თქვა ლიპიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …