ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა ლუჩანო მოჯიმ მაურო იკარდისა და არკადიუშ მილიკის შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა. მოჯის „იუვენტუსში“ პოლონელის ხილვა უფრო უნდა, ვიდრე არგენტინელის.
„მილიკი „იუვეში“? არ ვიცი როგორ დასრულდება, მაგრამ როდესაც მაურო იკარდიზე საუბრობენ, ეს მინდა გამოვრიცხო. თუ ახლა გონსალო იგუაინი სკამზე ხშირად ზის, რადგან რონალდუ და დიბალა თამაშობენ, წარმოიდგინეთ იკარდი: ამ სისტემაში ვერასდროს ითამაშებს, ყოველთვის დიბალას და რონალდუს მიანიჭებენ უპირატესობა, ორი ფეხბურთელი, რომელიც ხშირად ურტყამს და ბევრ გოლს იტანს.
საჯარიმოში არგენტინელი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ მას გუნდური თამაში სჭირდება. ის უფრო ბევრად შესაბამისი იქნებოდა „ნაპოლისთვის“. მილიკი „იუვენტუსის“ თამაშის სტილს უფრო შეესაბამება, ვიდრე იკარდი. მილიკს ასევე შეუძლია დიბალასთან და რონალდუსთან თამაში“, – განაცხადა მოჯიმ.