ტურინის „იუვენტუსი“ მერიჰ დემირალის გასხვისების ვარიანტს არ განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელთა დაცვის ცენტრში დიდი კონკურენციაა, ხოლო თურქეს „მილანი“, „ატლეტიკო“ და „დორტმუნდი“ ეპატიჟება, დემირალი არ იყიდება.
მერიჰმა თავიდანდე შეძლო თავისი მენტალიტეტითა და შესანიშნავი თამაშით „იუვენტუსის“ ქომაგების გულის მოგება და კლუბი მასში დიდ მომავალს ხედავს.
აქედან გამომდინარე ტურინში გადაწყვეტილება მიიღეს და ძნელად ისეთი წინადადება, რომლის მიღების შემთხვევაში გაყიდვაზე თანხმობა განაცხადონ.
შეგახსენებთ, რომ დემირალი ტრავმირებულია, თუმცა გამოწვეული პაუზა მას წაადგა და სავარაუდოდ ამ სეზონშიც შეძლებს თამაშს.