ტურინის „იუვენტუსში“ მარიო მანჯუკიჩი ხელშეუხებელი ფიგურაა აღარაა. იტალიური მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ხორვატმა ცოტა ხნის წინ ახალი კონტრაქტი გააფორმა, შესაძლოა ზაფხულში „იუვე“ დატოვოს.
ფაბიო პარატიჩი უკვე მუშაობს მანჯუკიჩის შემცვლელზე და მის პოზიციაზე ამჟამად ორი კანდიდატურა არსებობს: ენტონი მარსიალი და მაურო იკარდი.
ჯერჯერობით, სხვა ხელჩასაჭიდი ცნობა არ ვრცელდება და ყველაფერი ვარაუდის დონეზეა, მაგრამ მართლაც არაა გამორიცხული, რომ ტურინელებმა მარიოზე ფსონი აღარ გააკეთონ.
შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი „იუვენტუსს“ 2015 წელს შეუერთდა და დაახლოებით 1 თვის წინ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.