ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა წარსული გაიხსენა და აღნიშნა, რომ რთული ბავშვობა ჰქონდა. იტალიელი თავდამსხმელი ამბობს, რომ ღმერთის დამხარებით მიაღწია იმ ყველაფერს, რაც ახლა აქვს.
„ბავშვობიდან ბევრი სირთულე გამოვიარე, ადვილი არ ყოფილა. მე არ მაქვს ისეთი წარსული, როგორც ნებისმიერ სხვა ბავშვს. ამიტომაც, ხანდახან ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართა იმის გამო, სადაც ახლა ვარ. ღმერთს მადლობა ვუხდი ყოველი დღისთვის.
ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მაშინ, როდესაც 16 წლის ასაკში „იუვენტუსში“ დებიუტი მქონდა. პირველ გუნდთან ერთად მანამდეც ვვარჯიშობდი. „პესკარასთან“ მწვრთნელმა გახურება მთხოვა და არ მჯეროდა. 3:0-ს ვიგებდით და დრო გადიოდა, მოედანზე შესვლის იმედი აღარ მქონდა. მე-80 წუთზე თამაშში ჩავერთე და წარმოუდგენელი ემოცია იყო, ყველა ტაშს მიკრავდა. ბუფონთან, დიბალასთან და მარკიზიოსთან ერთად ვთამაშობდი. ასეთი ძლიერი ემოცია ცხოვრებაში არ მქონია და ეს ყველაფერი ღმერთმა მიბოძა“, – აღნიშნა კინმა.
შეგახსენებთ, რომ მოიზე კინს „იუვენტუსში“ დებიუტი 2016-2017 წლების სეზონში ჰქონდა. მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში კი 19 წლის ფეხბურთელმა საფეხბურთო სამყარო წარმატებული და შედეგიანი თამაშით აალაპარაკა.