მთავარი / სიახლეები / კონტე ალეგრისა და ანიელის შეხვედრას ელოდება

კონტე ალეგრისა და ანიელის შეხვედრას ელოდება

ვინ იქნება ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონში ჯერ კიდევ უცნობია. მასიმილიანო ალეგრის ბედი გადაწყვეტილი არაა, ხოლო ანტონიო კონტე ტურინში დაბრუნებაზე ოცნებობს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, კონტეს სამსახურით „ინტერია“ დაინტერესებული და „ნერაძურიში“ მისი დანიშვნა რეალურია. თუმცა, თავად იტალიელი სპეციალისტის ალეგრისა და ანდრეა ანიელის შეხვედრას და მის ვერდიქტს ელოდება. დიახ, კონტეს პირველი არჩევანი „იუვენტუსია“ და თუ ანიელისგან შეთავაზებას მიიღებს, დაუყოვნებლივ დათანხდება.

საინტერესოა, რომ კონტემ ცოტა ხნი წინ, „რომას“ გაწვრთნა იუარა. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ბრუნო ლონგი კი ამბობს, რომ მასიმილიანო ალეგრისა და „იუვეს“ ურთიერთობა სულ მალე დასრულდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …