მთავარი / სიახლეები / მანჯუკიჩი: “იუვეზე” შურისძიების განზრახვა არ მაქვს, ტიფოზებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს”

მანჯუკიჩი: “იუვეზე” შურისძიების განზრახვა არ მაქვს, ტიფოზებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს”

„მილანმა“ მარიო მანჯუკიჩი წარადგინა და ხორვატმა ფეხბურთელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მათ შორის, მას „იუვენტუსზე“ ჰკითხეს, რაზეც მარიოს პასუხი ასეთი იყო:

„იუვენტუსის“ მიმართ შურისძიების სულისკვეთება არ ამქვს. მხოლოდ „მილანზე“ ვფიქრობ. არაფერი მოხდება. მოედანზე მეტოქეები ვართ, მოედანს მიღმა ყველანი მეგობრები. იმედი მაქვს, რომ „მილანის“ ქომაგები მალე შეძლებენ სტადიონზე დაბრუნებას. მშვენიერი ურთიერთობა მაქვს „იუვენტუსის“ ტიფოზებთან და მათ სამუდამოდ პატივს ვცემ. ახლა კი ვიბრძოლებ „მილანის“, ჩემი გუნდისა და ჩემი გულშემატკივრებისთვის. სარი? მირჩევნია წარსულზე არ ვისაუბრო და ყურადღება მომავალზე გავამახვილო“, – თქვა მანჯუკიჩმა.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2015-2019 წლებში თამაშობდა და 162 მატჩში 44 გოლი გაიტანა. ის მასიმილიანო ალეგრის დროს გუნდის შეუცვლელი ფიგურა იყო, მაგრამ მაურიციო სარიმ გუნდიდან მოკვეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …