იტალიის სუპერთასზე „იუვენტუსმა“ „ნაპოლი“ კრიშტიანუ რონალდუსა და ალვარო მორატას გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.
9 – „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასი მეცხრედ მოიგო. ეს რეკორდია და მეორე ადგილზე „მილანია“ (7). „იუვემ“ ყველა ტურნირზე ბოლო 5 ფინალიდან ოთხში კარი მშრალად შეინახა.
32 – კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსში“ ბოლო 32 მატჩში ყველა ტურნირზე 32-ე გოლი გაიტანა. ბოლო 10 ფინალში მის ანგარიშზე 9 გოლია. გარდა ამისა, საკლუბო ფინალებში მას 31 შეხვედრებში 20 გოლი აქვს გატანილი.
4 – ალვარო მორატა „იუვენტუსის“ ერთადერთი ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში, რომელმაც ყველა ტურნირზე მინიმუმერთი გოლი გაიტანა (ჩემპიონთა ლიგა, სერია A, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი).
7 – ლეონარდო ბონუჩიმ იტალიის სუპერთასზე მე-7 მატჩი ჩაატარა და ხავიერ ძანეტის გაუთანაბრდა. პირველ-მეორე ადგილზე ჯანლუიჯი ბუფონი და დეიან სტანკოვიჩი არიან (9). ბუფონმა მე-7 სუპერთასი მოიგო.