„მილანის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ჟორჟ ვეამ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვობიდან „იუვენტუსის“ გულშემატკივარია. ლიბერიელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვე“ მიშელ პლატინის გამო შეუყვარდა.
ვეა მიიჩნევს, რომ „მილანისთვის“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტი „ინტერი“ კი არა, „იუვენტუსი“ იქნება.
„მილანს“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში „ინტერის“ უნდა ეშინოდეს? არა, ვფიქრობ, რომ „იუვენტუსის“ და ამას ორი მიზეზის გამო ვამბობ: იმიტომ, რომ ბავშვობაში „იუვენტუსის“ გულშემატკივარი ვიყავი და მეორე მიზეზი ის არის, რომ ეს გუნდი ზედიზედ 9 წელია ჩემპიონი ხდება. როდესაც პატარა ვიყავი, აფრიკაში სერია A-ს არ აჩვენებდნენ, მხოლოდ ფრანგულ ფეხბურთთან ვიყავით დაკავშირებული და პლატინის სურათებს აჩვენებდნენ იტალიიდან. ასე, რომ „იუვენტუსის“ ქომაგი გავხდი. შემდეგ ცხოვრებამ „მილანში“ მიმიყვანა, სადაც ოჯახი აღმოვაჩინე და ფანტასტიკური სამუშაო გარემო. „მილანმა“ ბევრი მომცა, მაგრამ „იუვენტუსის“ გულშემატკივრობა არსად გამქრალა“, – თქვა ვეამ.
შეგახსენებთ, რომ ჟორჟ ვეა 1995 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელია და „მილანში“ 1995-2000 წლებში თამაშობდა.