ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასზე „ნაპოლი“ კრიშტიანუ რონალდუსა და ალვარო მორატას გოლებით დაამარცხა და ეს ტიტული ისტორიაში მეცხრედ მოიგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 7.5 – 28-ე წუთზე ლოზანოს დარტყმაზე საოცარი რეაქცია გამოავლია. ეს სეივი გატანილ გოლს უდრიდა. მან პირადი დუბლი მსაჯის მე-4 დამატებულ წუთზე შეასრულა, როდესაც კიელინის რიკოშეტის შემდეგ გუნდი იხსნა.
კუადრადო 7.5 – ტესტმა უარყოფით პასუხი უჩვენა და დაუყოვნებლივ შეუერთდა გუნდს, თან ძირითად შემადგენლობაში, რადგან „იუვეს“ მისი მოსაკლისება არ შეუძლია. ზოგჯერ შეცდომებს უშვებდა, მაგრამ მთლიანობაში ბრწყინვალედ ითამაშა. 95-ე წუთზე კი კონტრშეტევაზე შესანიშნავად ითამაშა და მორატას საგოლე პასი გაუკეთა. არ ეგოისტურად არ ითამაშა.
ბონუჩი 6 – დამაჯერებლად ითამასა, ინსინიეს თითქმის არაფრის შანსი არ მისცა.
კიელინი 6.5 – პეტანიას დუელი მოუგი და ორთაბრძოლებში ხშირად იგებდა.
დანილო 5.5 – ლოზანომ მას დაასწრო. დაცვით ფაზაში ამჯერად დიდ სირთულეებს აწყდებოდა.
მაკკენი 5 – მას ცუდად არ უთამაშია, გუნდს დაცვით და შემტევ ფაზაში ძალიან დაეხმარა, ყველა ბურთისთვის იბრძოდა. მაგრამ ის შეცდომა საჯარიმოში, ყველაფერს წონის, რადგან ეს დიდი უყურადღებობდა იყო, რაც შეიძლებოდა გუნდს ძვირად დაჯდომოდა. მძიმე შეცდომა იყო.
არტური 7 – მან შესანიშნავად ითამაშა მოკლე და ვერტიკალურ პასებში, მიუხედავად იმისა, რომ ასე ჩაკეტილი „ნაპოლის“ წინააღმდეგ სივრცეების მოძებნა ძნელი იყო. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ამოსავალი წერტილია.
ბენტანკური 7 – დიდი ინტელექტის თამაში ჰქონდა. განსაკუთრებით თამაშის ჩახურვაში, რომელიც „ინტერთან“ ვერ გააკეთა. რონალდუს გოლის შემდეგ ის საზეიმოდ სათადარიგო სკამისკენ გაიქცა. ლიდერის თამაში ჰქონდა.
რაბიო შ.გ – ფრანგი მატჩის ბოლოს ჩაერთო თამაშში. მეორე გოლის დროს მან შედეგიანად იბრძოლა.
კიეზა 5.5 – მარცხნივ ის ნაკლებად ეფექტურია, ასე იყო „ნაპოლისთანაც“. პირველი ტაიმის შემდეგ კოჭის ტრავმის შემდეგ შეცვალეს.
ბერნარდესკი 6.5 – მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, გუნდის პირველი მომენტი მას ჰქონდა. 4-4-2-ში მარცხენა ფლანგზე მან უკეთ ითამაშა, ვიდრე კიეზამ.
კულუშევსკი 5.5 – მორატას ნაცვლად ძირითადში აღმოჩნდა. კარგი რაღაცები გააკეთა, მაგრამ შეცდომებიც დაუშვა. ხშირად, პასის ბოლო მომენტში. მას ეს შესაძლებლობა სხვანაირად უნდა გამოეყენებინა.
მორატა 6.5 – თამაშში ჩაერთო და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გოლი გაიტანა.
რონალდუ 7 – მისთვის საუკეთესო მომენტი ნამდვილად არ არის ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით. მაგრამ პირველივე წუთიდან ეძებდა შანსს და შემთხვევითობა არასდროს არის ის, თუ ყოველთვის სწორ მომენტში სწორ ადგილასაა.
პირლო 7 – ბევრი შეიცვალა, რაც შეიძლებოდა „ინტერთან“ მატჩის შემდეგ. პრაქტიკულად გამოიყენა ყველა ის მოთამაშე, ვინც „სან სიროზე“ ძირითადში არ იყო. ეს ნიშნავს, რომ მან შეცდომები აღიარა. „იუვემ“ პირველ ტაიმში კარგად ითამაშა, მეორე ტაიმში ძალიან კარგად. იღბალიც დაეხმარა მეორე ნახევარში დაცვაში დაშვებული ორი შეცდომის დროს.