იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსს“ „ატლეტიკოსთან“ ქამ-ბექის შესრულება შეუძლია. გამოცდილი სპეციალისტის აზრით, „იუვეს“ რთული მისია აკისრია, მაგრამ შეუძლია წარმატებას მიაღწიოს.
„მათ იციან, რომ ეს რთული მატჩი იქნება. არ არსებობს ჯადოსნური ფორმულ ქამ-ბექისთვის. თუმცა „იუვენტუსი“ გამოცდილი გუნდია, რომელმაც შეძლო „რეალთან“ 0:3-დან დაბრუნება.
რონალდუ ჩემმპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩვეულდონეზე არ გამოიყურება, მაგრამ სერია A-ში დიდ სამუშაოს აასრულებს და ვფიქრობ, ეს რთული გასაკეთებელია. იტალიის ჩემპიონატის მძიმეა, როგორც ინგლისის, მაგრამ უფრო მსუბუქი, ვიდრე ესპანეთის. თუმცა, ჩემი აზრით, რონალდუს კარგი სეზონი აქვს“, – განაცხადა მანჩინიმ.