ტურინის „იუვენტუსმა“ „ბოლონია“ სტუმრად პაულო დიბალას ერთადერთი გოლით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Goal.com-ის ვერსიით:
პერინი 7 – გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო. ბოლოს სანსონეს დარტყმული მოიგერია და ანგარიში გადაარჩინა.
დე შილიო 6 – დიკსისგან ბევრი პრობლემა შეექმნა. გაცილებით კარგი იყო მაშინ, როდესაც ფლანგი შეიცვალა და მარცხენა მხარეს ითამაშა.
ბონუჩი 6 – პრაგმატული თამაში ჰქონდა, მაგრამ არ იყო დარწმუნებული.
რუგანი 5.5 – ძალიან ებვრი უსარგებლო კონტაქტი ჰქონდა თამაშის დროს.
ალექს სანდრო 5.5 – ყველაფერში შეცდა, სადაც ეს შეიძლებოდა. ერთადერთი დადებითი ის იყო, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.
დიბალა 7 – შევიდა და თამაშის სურათი შეიცვალა. გამარჯვების გოლი გაიტანა.
კანსელუ 5 – პრაქტიკულად მეტოქე ვერ მოატყუა. თითქოს ლიმიტირებულად ითამაშა.
ბენტანკური 5.5 – ყვითელი ბარათი დასაწყისში მიიღო, თუმცა ამას მის თამაშზე ზეგავლენა არ მოუხდენია.
მატუიდი 6 – გოლი მის ჩაწოდებას მოჰყვა, თუმცა ზუსტი პასი არ გაუკეთებია.
პიანიჩი შ.გ – ბოსნიელმა მხოლოდ 12 წუთი ითამაშა.
ბერნარდესკი 5.5 – პირველ ტაიმში ერთადერთი საგოლე მომენტი „იუვენტუსიდან“ მას ჰქონდა. ურიგოდ არ უთამაშია, თუმცა ბევრი მცირე უზუსტობებიც ჰქონდა.
კიელინი შ.გ – კაპიტანი მოედანზე 87-ე წუთზე გამოჩნდა.
რონალდუ 4.5 – ემილიურ მიწაზე ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა მას შემდეგ, რაც „იუვენტუსის“ ფეხბურთელია.
მანჯუკიჩი 5 – ხორვატი ბოლო დროს ფორმაში არაა, განსაკუთრებით ფიზიკური კონდიციების მხრივ.