მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “12 მარტს კარგ კონდიციებში უნდა შევხვდეთ”

ალეგრი: “12 მარტს კარგ კონდიციებში უნდა შევხვდეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის განცხადებით, გუნდი 12 მარტს კარგ ფორმაში შეხვდება. ამის შესახებ იტალიელმა სპეციალისტმა „ბოლონიასთან“ (1:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა.

„გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც „ნაპოლისთან“ უპირატესობის შესანარჩუნებლად. „ატლეტიკოსთან“ საპასუხო მატჩისთვის ვმუშაობთ, გვინდა, რომ დუგლას კოშტა დაგვიბრუნდეს და მაქსიმალურად კარგ ფორმაში უნდა შევიდეთ. თუმცა, იღბალიც საჭირო იქნება. მეტოქეს ტომასი არ ეყოლება და ამიტომ უფრო დახურავენ სივრცეებს, ჩვენ კი სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. 12 მარტს შესაძლებლობის ფარგლებში საუკეთესო კონდიციებში უნდა ვიყოთ.

პიანიჩი დღეს ცუდად გახლდათ, ხედირას გულის პრობლემა აქვს, ბონუჩი და კიელინი დაგვიბრუნდნე. საპასუხო მატჩის წინ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვე“ მომდევნო შეხვედრას 3 მარტს, ნეაპოლში ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …