მთავარი / სიახლეები / დე შილიო: “მორალური კუთხით გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო”

დე შილიო: “მორალური კუთხით გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ „ბოლონიასთან“ (1:0) შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ეს გაამრჯვება მორალური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„დღეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რომ „ნაპოლისთან“ უპირატესობა შეგვენარჩუნებინა, მაგრამ განსაკუთრებით მორალური თვალსაზრისით. ეს რთული ბრძოლა იყო და ვიცოდით, რომ ასეც იქნებოდა, მაგრამ კარგად გავართვით თავი.

ჩვენ შესანიშნავი სეზონი გვაქვს, მაგრამ საკმარისია ერთი თამაში ჩააგდო და დისკუსია იწყება. შესაბამისად, ასეთ მომენტში სიტყვები ნაკლებად საჭიროა და სამუშაოზე უნდა ვიფიქროთ, რომელსაც შედეგები მოჰყვება.

ნეაპოლში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქულათა სხვაობა გავზარდოთ. გარდა ამისა, ეს იქნება „ატლეტიკოსთან“ საპასუხო მატჩისთვის მოსამზადებელი შეხვედრა“, – თქვა დე შილიომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრ 3 მარტს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …