მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი: “ეს “იუვეს” მენტალიტეტია”

ბერნარდესკი: “ეს “იუვეს” მენტალიტეტია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ „ბოლონიასთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ეს გამარჯვება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ხასიათი, გული, გონება და მენტალიტეტი ვაჩვენეთ. დღეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან რთულ მოედანზე კარგად მომზადებული გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით. მადრიდის მერე გამარჯვების დაბრუნება მნიშვნელოვანი იყო.

ეს „იუვენტუსია“, ეს მისი მენტალიტეტია. „ბოლონიამ“ ძალიან კარგად ითამაშა და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, კომპაქტურად ირჯებოდნენ და არაფერს თმობდნენ.

ნახევარმცველის პოზიცია? ჩემთვის მთავარია ფეხბურთის თამაში და გუნდის გამარჯვება“, – აღნიშნა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო შეხვედრას 3 მარტს ნეაპოლში, „ნაპოლისთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …