მთავარი / სიახლეები / გამარჯვება თამაშის ხარისხის გარეშე

გამარჯვება თამაშის ხარისხის გარეშე

„იუვენტუსმა“ „ატლეტიკოსთან“ მტკივნეული მარცხის შემდეგ პირველი მატჩი ბოლონიაში ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდის თამაშის ხარისხი ისევ მძიმე და კრიტიკული იყო.

ობიექტურად, „ბოლონიამ“ ამ შეხვედრაში წაგება არ დაიმსახურა, თუმცა მატია პერინის კარგმა თამაშმა „იუვეს“ კარი მშრალად შეანახინა. ერთადერთი გოლი კი, 67-ე წუთზე გავიდა და ის პაულო დიბალამ გაიტანა.

არგენტინელი არ იყო ძირითად შემადგენლობაში და მინდორზე 59-ე წუთიდან გამოჩნდა. პაულომ სერია A-ს გასვლით შეხვედრაში გოლის გატანა გასული წლის აპრილის შემდეგ პირველად მოახერხა („ბენევენტოსთან“ ჰეთ-თრიქი). დიბალამ მას შემდეგ აიღო მეტოქის კარი, რაც მცველი ცუდად გაისარჯა და ბურთის საჯარიმოდან გამოტანას უხეიროდ სცდილობდა.

ბოლოს პერინმა და ძელმა გადაარჩინა „იუვე“. ალეგრის გუნდის თამაშის ხარისხი მართლაც დამაფიქრებელია, მაგრამ „ნაპოლისთან“ ქულათა სხვაობა 16-მდე გაიზარდა. მომდევნო შეხვედრას „ბებერი სინიორა“ სტუმრად „ნაპოლისთან“ გამართავს.

„ბოლონია“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:0)

ბოლონია, „რენატო დალ’არა“

„ბოლონია“ (4-2-3-1): სკორუპსკი; მბაიე, დანილო, ჰელანდერი, დიკსი; პოლი (დონსა 78), პულგარი (ფალჩინელი 85); ედერა (ორსოლინი 52), სორიანო, სანსონე; სანტანდერი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

„იუვენტუსი“ (4-4-2): პერინი; დე შილიო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო (დიბალა 59); კანსელუ, მატუიდი (პიანიჩი 78), ბენტანკური, ბერნარდესკი (კიელინი 87); რონალდუ, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 0:1 დიბალა (67)

გაფრთხილება: პულგარი (6), სანსონე (74) – ბენტანკური (16), კანსელუ (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 5 (4) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …