ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ ზეწოლა არ გაზრდილა. მისი განცხადებით „იუვე“ წნეხის ქვეშ მანამდეც იყო და ახლაცაა.
„ჩემპიონთა ლიგაზე თამაში კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ეროვნულ ჩემპიონატში. ევროპაში ყოველთვის ძნელია. ალეგრი? – სი დიდი მწვრთნელია და ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა.
როდესაც „იუვენტუსში“ და მსგავს დიდ გუნდში მუშაობ წნეხი ყოველთვის არსებობს. ჩვენთან ზეწოლა რონალდუს გადმოსვლამდეც არსებობდა“, – თქვა პარატიჩიმ.