მთავარი / სიახლეები / სერია A / ლუკაკუ: “სანამ იუვენტინო არ დაინფიცირდა, მანამდე ჩემპიონატი არ შეაჩერეს”

ლუკაკუ: “სანამ იუვენტინო არ დაინფიცირდა, მანამდე ჩემპიონატი არ შეაჩერეს”

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ სერია A იქამდე არ შეაჩერეს, სანამ „იუვენტუსის“ ფეხბურთელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„ჯანმრთელობა მთავარია. რატომ უნდა ვითამაშოთ თუ მსოფლიოში ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშაა? სანამ „იუვენტუსის“ ფეხბურთელი არ დაინფიცირდა, მანამდე ჩემპიონატი არ შეჩერდა. ნორმალურია? არაა ნორმალური“, – განაცხადა ლუკაკუმ ტიერი ანრისთან ლაივში საუბრისას.

ლუკაკუმ აშკარად დანიელე რუგანი იგულისხმა, მაგრამ როგორც ჩანს დაავიწყდა, რომ იტალიის ჩემპიონატი რუგანის დაინფიცირებამდე ერთი დღით ადრე შეწყდა. გარდა ამისა, სანამ ჩემპიონატი შეწყდებოდა, „ინტერის“ ხელმძღვანელობა „იუვენტუსთან“ მატჩის გადადებას აპროტესტებდა, თუმცა, ახლა ლუკაკუ მისი კლუბის ხელმძღვანელობის საპირისპირო განცხადებით გამოვიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …