ტურინის „იუვენტუსს“ რომელუ ლუკაკუ დაუკავშირეს. Sky Sport-ის ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ბელგიელი ფორვარდის შესახებ დაუკავშირდა და მისთვის ბრძოლაში ჩაება.
ლუკაკუს ყიდვა მილანის „ინტერსაც“ გადაწყვეტილი აქვს, ხოლო ინგლისური გუნდი 80 მილიონ ევროს ითხოვს. ჯერჯერობით სხვა კონკურეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.
ლუკაკუმ გასულ სეზონში პრემიერლიგაში 32 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.