ტურინის „იუვენტუსი“ მატის დე ლიხტისთვის ბრძოლაში პოზიციას არ თმობს. ბოლო ორი დღის განმავლობაში თითქოს სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ Tuttosport-ის ბოლო ცნობით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
ფეხბურთელთან და მის აგენტ მინო რაიოლასთან ყველაფერი შეთანხმებულია და რაიოლა „აიაქსს“ ზეწოლის ქვეშ ამყოფებს, რომ ტრანსფერზე საბოლოოდ დაითანხმოს. გარიგების დახურვა ოთხშაბათამდე შესაძლებელია, როდესაც “იუვე” წინასასეზონო შეკრებას დაიწყებს.
ამსტერდამელები მინიმუმ 75 მილიონ ევროს ითხოვენ. „იუვე“ კი ამ თანხის დაფარვას საბონუსე სისტემით გეგმავს.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „აიაქსს“ მოიზე კინისამდე გააჩნია ინტერესი და არაა გამორიცხული საქმეში ნიჭიერი იტალიელი ფორვარდიც ჩართონ.