მთავარი / სიახლეები / ლუკა პელეგრინი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

ლუკა პელეგრინი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეული ლუკა პელეგრინი ხვალ ტურინში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. Tuttosport-ის ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სეზონში კი 1.3 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება. პელეგრინი „იუვეში“ ლეონარდო სპინაცოლას ნაცვლად გადავიდა, რომელმაც „რომაში“ სამედიცინო შემოწმება დღეს წარმატებით გაიარა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა პელეგრინიმ გასულ სეზონში სერია A-ში 16 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …