ბოლო დღეებში ბევრი იწერება მატის დე ლიხტისა და „იუვენტუსის“ შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გარიგების დეტალები არაა იაფი და იყო საკმაოდ დიდი კონკურენციაც, „იუვემ“ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა.
Tuttosport-ის ცნობით, ტრანსფერის ოფიციალური დადასტურება გარდაუვალია და ამ კუთხით გადამწყვეტი დღე შესაძლოა 1 ივლისი გამოდგეს.
ჰოლანდიელ მცველთან შეთანხმება მიღწეულია. 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ფიქსირებული ხელფასი 7.5 მილიონი ევრო იქნება. ამას დაემატება ბონუსები 4.5 მილიონი ევროს სახით, რომელიც დამოკიდებული იქნება, როგორც დე ლიხტის, ისე გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე.
ასე, რომ დიდი შანსია, ხვალ, ორშაბათს, მატის დე ლიხტი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი უკვე ოფიციალურად გახდეს.