კიევის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. რუმინელი ანდრეა პირლოს კარგად იცნობს, ისინი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან.
„იუვესთან“ თამაში? ჩემი ყოფილი ფეხბურთელებიდან დუგლას კოშტას ვერ ვნახავ, რადგან გუნდი დატოვა, მაგრამ ვნახავ მერიჰ დემირალს. მერიჰი თურქეთის ნაკრებში მწვრთნელად მუშაობის დროს გამოვიძახე. „ბრეშაში“ ჩემი ყოფილი თანამშრომელი ადელიო მორო და „ინტერის“ ყოფილი სლექციონერი თურქეთში ჩამოვიდნენ, ერთხელ ძანეტიმ დამირეკა, დემირალი აინტერესებდათ, მაგრამ „იუვენტუსი“ მისთვის ბრძოლაში ყველაზე ჭკვიანი გამოდგა.
რატომ დავთანხდი „შახტარის“ შემდეგ კიევის „დინამოში“ მუშაობას? გაიხსენეთ, ტრაპატონი, ლიპი ან კონტე – ისინი „იუვენტუსიდან“ „ინტერში“ გადავიდნენ. ვიცი, რომ „შახტარის“ ფანებთან ჩემი ურთიერთობა ოდნავ გავაფუჭე, მაგრამ მინდოდა თავი ისევ ცოცხლად მეგრძნო, რადგან ერთი წელი უსაქმოდ ვიყავი და ვერ გავძელი, ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, ამიტომ, უარის თქმა არ შემეძლო.
პირლო? მისი გუნდისგან შემტევ ფეხბურთს ველოდები. პირლო პასის ოსტატი იყო და ვფიქრობ, რომ ამ ასპექტზე ყურადღებას ძალიან გაამახვილებს. მოედანზე ის ყოველთვის კრეატიული გახლდათ და ეს დნმ-ში მუდმივად რჩება. ველოდები შემოქმედ „იუვენტუსს“ და არ მიკვირს, რომ ანდრეამ ხარისხიანი ფეხბურთელები დაიმატა, ეს დიდ ენთუზიაზმს მოუტანს გუნდს. მას შეუძლია გვარდიოლას და ზიდანს დაემსგავსოს და ამას ვუსურვებ. ის მოედანზე ჩემპიონი იყო და შეიძლება დიდ მწვრთნელად გადაიქცეს“, – თქვა ლუჩესკუმ.
შეგახსენებთ, რომ მირჩა ლუჩესკუ ანდრეა პირლოს მწვრთნელი კარიერის დასაწყისში, „ბრეშაში“ იყო. „იუვენტუსი“ კიევის „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგი პირველ ტურში 20 ოქტომბერს, უკრაინაში შეხვდება.