ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ვესტონ მაკკენიმ „ბებერ ქალბატონზე“ და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ამერიკელის განცხადებით, მისი ოცნება პრემიერლიგაში თამაში იყო, მაგრამ ტურინელებისგან წინადადება როგორც კი მიიღო, ბევრი აღარ უფიქრია.
„არავისთვისაა საიდუმლო არაა, რომ ჩემი მიზანი პრემიერლიგაში წასვლა იყო. მაგრამ, როდესაც „იუვენტუსის“ მსგავსი გუნდისგან მივიღე შეთავაზება, ასეთი კალიბრის მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით, მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლო, ჩემთვის ძალიან საინტერესო გახდა ეს ყველაფერი. ჩემი მიზანია: მინდა ტიტულების მოგება და ისტორიის დაწერა.
პირლოსთან კარგად ვმუშაობ, „იუვეში“ გადმოსვლა მის გამოც გადავწყვიტე, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო და ჩემს პოზიციაზე თამაშობდა. ვიცოდი, რომ მისგან ბევრ რამეს ვისწავლიდი. სასიამოვნოა მისი ხელმძღვანელობით ვარჯიში.
როდესაც საწვრთნელ ბაზაზე პირველად მივედი, თანაგუნდელებმა დერეფანი მომიწყვეს. ჩემს თავს ვუთხარი: „მშვიდად იყავი, მშვიდად იყავი“… რონალდუ თავაზიანი ბიჭია, დიდი მენტალიტეტით. ტეხასელ ბიჭს მეძახის. მას შეუძლია სნობი იყოს იმის გამო, რაც კარიერაში გააკეთა, მაგრამ ძალიან გახსნილი, თბილიადმიანია და ყველას ეხმარება გუნდში ადაპატაციაში“, – თქვა მაკკენიმ.