ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ სერია A-ს მთავარ ფავორიტად მილანის „ინტერი“ დაასახელა. იტალიელის აზრით, „იუვენტუსში“ ახლა მომავალის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო „ინტერს“ ორი თანაბარი შემადგენლობა ჰყავს.
„ინტერი“ ყველაზე ძლიერი გუნდი ჩანს. მან ვერ მოახერხა ზედმეტი მოთამაშეების გაყიდვა და ამრიგად, ორმაგი შემადგენლობა მიიღო. ეს ნიშნავს, რომ სეზონის განმავლობაში მუდმივად კონკურენტუნარიანი იქნება. „იუვეს“ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა „ნაპოლისთან“ უნდა ჰქონოდა, მაგრამ თამაში არ ჩატარდა. ამ გუნდში ბევრი თავდამსხმელია, ვნახოთ როგორ გადაჭრიან ამ პრობლემას და რამდენმად მალე გახდება ეს გუნდი პირლოს „იუვე“. „ატალანტა“ ძალიან საშიში გუნდია, ევროთასების გამოცდილებით ისინი კიდევ უფრო გაძლიერდნენ. სახიფათოა „ნაპოლიც“. ამ ოთხი გუნდის შემდეგ ვაყენებ „რომას“ და „მილანს“.
კიეზა ახალგაზრდა და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. „იუვეს“ საკმაოდ მძიმე ბიუჯეტი აქვს და როგორც ეს პერიოდი აჩვენებს, ისინი ინვესტიციას მომავალში დებენ. ეს ნათელია, შარშან დე ლიხტი და კულუსევსკი იყიდეს, წელს მაკკენი და კიეზა. ეს „იუვეა“, რომელიც ახალგაზრდავდება. გუნდში მშენებლობის პროცესია, „ინტერში“ კი ახლა სამშენებლო პროცესიარ მიმდინარეობს“, – თქვა კაპელომ.