მთავარი / სიახლეები / ლუჩანო მოჯი: “ალეგრი “იუვედან” პარატიჩის გამო გაუშვეს”

ლუჩანო მოჯი: “ალეგრი “იუვედან” პარატიჩის გამო გაუშვეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ „იუვენტუსზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ნახევარდაცვაში გუნდს სერიოზული პრობლემა აქვს. მან ასევე მასიმილიანო ალეგრის გაშვებაზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ეს ფაბიო პარატიჩის გამო მოხდა.

„ვის დავიმატებდი „იუვენტუსში? მე არ ვარ მენეჯერი, არც ფულზე მაქვს წვდომა და შესაბამისად ვერავის. მაგრამ რაღაცას ნამდვილად შევცვლიდი, ნახევარდაცვიდან დავიწყებდი: ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. არის სამი ფეხბურთელი, რომელთაც შეუძლიათ ბურთის მოპოვება, მაგრამ ბურთით ძალიან ნელა თამაშობენ, განსაკუთრებით, როდესაც მოედანზე არტურია. რაბიო ძალიან კარგია ბურთით დისტანციაზეა, მაგრამ სარგებელი ვერ მოაქვს.

ალეგრი? ის იმიტომ გაუშვეს, რომ პარატიჩის ვერ ეწყობოდა, რომელიც სპორტული დირექტორია. მათ შორის ბზარი იყო. ალეგრი დაბრუნდებოდა კიდეც, მაგრამ პარატიჩი უნდა წასულიყო. ჩემთვის აშკარა შეცდომა იყო იმ ადამიანის გაშვება, რომელიც გუნდს ასე კარგად მართავდა. ალეგრის „იუვენტუსი“ „ვერონასთან“ 1:0-ს მშვიდად მოიგებდა“, – თქვა მოჯიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …