ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 25-ე ტურში „სპეცია“ ალვარო მორატას, ფედერიკო კიეზასა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით 3:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 7 – თითქმის თავისუფლად თამაშობს, არ კანკალებს და თამაშის ბოლოს გალაბინოვს პენალტიც აუღო.
დანილო 6 – ყოველ ჯერზე არსებობს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში იმედგაცრუებას მისი თამაში არასდროს იწვევს.
დემირალი 6.5 – „ვერონასთან“ ცუდი თამაშის შემდეგ რეაგირება მოახერხა. დაცვას ხელმძღვანელობდა, მაგრამ 94-ე წუთზე პენალტი აიკიდა.
ალექს სანდრო 6 – ცენტრალურ მცველად ეთამაშა, ადაპტირდა, მაგრამ აშკარაა, რომ ეს მისი პოზიცია არ არის.
ფრაბოტა 5.5 – დე ლიხტი დაშავდა და მას მოუწია თამაში. თავიდანვე ყვითელი ბარათი მიიღო, შემდეგ ყოველთვის აგვიანებდა.
ბერნარდესკი 7 – რა სიურპრიზი! კარგად ჩაერთო თამაშში და დაუყოვნებლივ გადამწყვეტი იყო. მორატას გოლი ნახევრად მისია. კიეზას გოლიც ნაწილობრივ მისია.
კიეზა 7 – ის ყოველთვის ცდილობს და კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
რემზი 6 – თამაშში მაშინ ჩაერთო, როცა ყველაფერი დასრულებული იყო.
ბენტანკური 6 – მოიპარა ბურთი, შემდეგ დაკარგა, შეცდა, გამოასწორა… დაბნეულობა. მაგრამ მესამე გოლზე საგოლე პასი გააკეთა.
რაბიო 5.5 – მას ჰქონდა მომენტები, როცა მნიშვნელოვანი რაღაცის შექმნა შეეძლო, მაგრამ ცუდი თამაში ჩაატარა.
მაკკენი 6 – სირბილი და მსხვერპლი, ის კარგად არ არის და ეს ჩანს.
მორატა 7 – გადამწყვეტი გოლის გასატანად სულ რამდენიმე წამი დასჭირდა.
კულუშევსკი 6 – ცდილობდა უფრო აქტიური ყოფილიყო, მაგრამ საჭირო მომენტებში ძალიან მოდუნებულად და რბილად მოქმედებს.
დი პარდო შ.გ – მან ძალიან ცოტა ითამაშა.
რონალდუ 6.5 – პირველ ტაიმში კარგი შანსი ჰქონდა, როდესაც ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ ცოტა ჩაიკარგა, მაგრამ არასდროს ნებდება ასეთ საღამოსაც კი და ბოლო წუთზე გოლი გაიტანა.
პირლო 6.5 – მოთმინება არ დაკარგა და ბევრი თავის ტკივილის შემდეგ „იუვემ“ მოიგო, ამას აკეთებს ორმაგი ცვლილების წყალობით, რომელიც 1 წუთის გაკეთებული ჰქონდა.