ტურინის „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ გადადებული შეხვედრა 17 მარტს გაიმართება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელთა პრეზიდენტს ეს თარიღი არ მოსწონდა, ლეგამ გადამწყვეტილება მიიღო და 4 ოქტომბერს გადადებულ თამაშს, რომელიც დიდი ხანი საუბრის თემა იყო, 17 მარტს შედგება.
ტურინში ეს მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.