მთავარი / სიახლეები / ლორენტე: “იუვეს” მარცხი ძალიან განვიცადე”

ლორენტე: “იუვეს” მარცხი ძალიან განვიცადე”

ტურინის „იუვენტუსის“ მარცხი ფერნანდო ლორენტემ განიცადა. ამის შესახებ „ტოტენჰემის“ ფორვარდმა „სიტისთან“ მატჩის შემდეგ თქვა.

„ეს იყო უცნაური ეპიზოდი, ბურთს ვერ ვუყურებდი, რადგან ჩემს წინ სხვა ფეხბურთელებიც იყვნენ. შემდეგ ბურთი ხელზე და სხეულს ერთდროულად შემეხო და გოლი გავიდა, რომელიც ჩასათვლელი იყო.

„იუვე“? ძალიან განვიცადე ჩემი ყოფილი თანაგუნდელების მარცხი, მაგრამ „აიაქსმა“ საოცარი თამაში ჩაატარა. პირველ ტაიმში „იუვემ“ აჯობა, მაგრამ მეორე ნახევარში „აიაქსმა“ უკეთ ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა“, – თქვა ლორენტემ.

შეგახსენებთ, რომ ლორენტე „იუვენტუსში“ 2013-2015 წლებში თამაშობდა. „ტოტენჰემი“ კი ნახევარფინალში სწორედ მისი გოლით გავიდა და იქ „აიაქსს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …