მთავარი / სიახლეები / “ლიონთან” მატჩამდე ბონუჩიმ და მატუიდიმ იჩხუბეს

“ლიონთან” მატჩამდე ბონუჩიმ და მატუიდიმ იჩხუბეს

„ლიონი“ – „იუვენტუსის“ მატჩის დაწყებამდე ლეონარდო ბონუჩიმ და ბლეზ მატუიდიმ იჩხუბეს. ინციდენტი მოედანზე, მაშინ მოხდა, როდესაც ფეხბურთელები ხურდებოდნენ.

იტალიელმა მცველმა ფრანგს მეტი კონცენტრაციისკენ მოუწოდა და უთხრა: „ხურდებიან ისინიც, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში არ არიან, ყველანი კონცენტრირებული უნდა ვიყოთ“.

ბონუჩიმ თამაშის შემდეგ ამაზე კომენტარი გაკეთა:

„მატუიდის ვუთხარი, რომ ამას აკეთებენ ისინიც, რომლებიც სათადარიგო სკამზე რჩებიან. ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. თუმცა, როგორც გამოჩნდა, არც ისინი ვიყავით მზად, ვინც სასტარტოში ვითამაშეთ. ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რადგან დიდ სხვაობას იწვევს“, – თქვა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩი პირველად არაა შემჩეული თანაგუნდელებთან კინკლაობაში და მიმდინარე სეზონში „ლაციოსთან“ ხუან კუადრადოსთანაც მოუვიდა უსიამოვნო საუბარი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …