ფრანგული „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ ტანგუი ნდომბელეს „იუვენტუსში“ გადასვლის საკითხი გახსნილად გამოაცხადა. ოლა არ მალავს, რომ ფრანგი ნახევარმცველის „იუვეში“ ხილვა უნდა.
„სიამოვნებით ვნახავდი ნდომბელეს შავ-თეთრ მაისურში პიანიჩთან ერთად, რომელმაც კარიერა ჩვენთან დაიწყო. ფასის შესახებ არ ვისაუბრებ, მაგრამ ანდრეა ანიელის ვურჩევ მის შეძენას. დაინტერებულნი ასევე არია პსჟ, „სიტი“ და „მანჩესტერი“. მიმდინარე სეზონში ნდომბელემ ბევრჯერ ითამაშა გადამწყვეტი როლი და ჩემი აზრით, პოგბაზე ფრო სრულყოფილი ფეხბურთელია“, – თქვა ოლამ Tuttosport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ფრანგი ნახევარმცველის გადაბირებით დაინტერესებულია და არაა გამორიცხული ნდომბელე ზაფხულში ტურინში აღმოჩნდეს.