მთავარი / სიახლეები / ლეგროტალიე: “კიელინი ღვინოს ჰგავს”

ლეგროტალიე: “კიელინი ღვინოს ჰგავს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ნიკოლა ლეგროტალიემ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელიც ძირითადად, „იუვეს“ შესახებ საუბარს დაეთმო.

ნიკოლამ ისაუბრა მასიმილიანო ალეგრის, კრიშტიანუ რონალდუს, ჯორჯო კიელინისა და „იუვენტუსი“ – „კიევოს“ მატჩის შესახებ. მოგეხსენებათ, ლეგროტალიეს თავის დროზე ხსენებულ გუნდებში ნათამაშები აქვს.

– ჯორჯო კიელინი შესანიშნავ ფორმაშია…

– ჯორჯო კიელინი კარგ ღვინოს ჰგავს. რაც უფრო ასაკი ემატება, უკეთესი ხდება. მას კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს და ყველასთვის სამაგალითოა. ამჟამად ჯორჯო მსოფლიოს სამ საუკეთესო მცველშია, სრულ სიმწიფეს მიაღწია. ჩვენ, მცველები 30-დან 35 წლამდე შევდივართ საუკეთესო ფორმაში და კიელომ ეს დაადასტურა.

– სოციალურ ქსელში პოპულარია 10 წლის ჩელენჯი. 2009 წელს, თქვენი მეწყვილე ახალგაზრდა კიელინი იყო…

– მაშინვე ვიცოდი, რომ ნამდვილი ჩემპიონი გახდებოდა. თავიდან ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ რანიერიმ გადაწყვიტა, რომ ცენტრში ჩემთან ერთად უნდა ეთამაშა. ეს იყო გამარჯვებულის ინტუიცია. საბოლოოდ, რჩევებსაც ვაძლევდი.

– რომელი რჩევა?

– მაგალითად, ვეუბნებოდი, რომ ეს მისთვის იდეალური პოზიცია იყო. თავიდანვე შთაბეჭდილება მოახდინა, ძლიერი და სწრაფი იყო. კიელოს თამაშის ყურება შესაძლოა სასიამოვნო არაა ესთეტიურად, მაგრამ როგორც მცველი უმაღლესი დონეა. ნამდვილი ტრაქტორია, რომელიც საჯარიმოში თუნდაც პატარა სივრცეს არავის უტოვებს.

– ორშაბათ საღამოს, თქვენი ორი საფეხბურთო სიყვარული, „იუვენტუსი“ და „კიევო“ ერთმანეთს ხვდებიან..

– ეს „იუვე“ ვარსკვლავურია და ჩემპიონატში დომინანტია. თუმცა, „კიევოც“ საყურადღებოა. დი კარლოს მოსვლის შემდეგ ძველი ღირებულები დაიბრუნდა გუნდმა და ახლა მასთან თამაში ყველასთვის რთულია. შეუძლიათ სასწაული მოახდინონ და სერია A-ში დარჩნენ.

– რა გახსენდებათ ამ გუნდების მატჩებიდან?

– როგორც „კიევოს“ ფეხბურთელის რანგში, 2003 წელს ტურინში 3:4 წავაგეთ. საოცარი საგოლე შანსები ვერ გამოვიყენეთ და ევროთასების გარეშე დავრჩით ამ წაგების გამო. როგორც „იუვენტინოს“ კი, პირველ რიგში მახსენდება, რომ გოლი გავუტანე „კიევოს“ პირველივე თამაშში, რომელიც მის წინააღმდეგ ჩავატარე.

– რონალდუ სუპერთასზეც გადამწყვეტი იყო…

– ეს არაა ის რონალდუ, რომელსაც „რეალში“ სეზონში 40 გოლი გაჰქონდა, რადგან ნაკლები სივრცეები აქვს მოედანზე. ამიტომ, ბევრად უფრო კონრეტული გახდა, პატარა მომენტიც საკმარისია, რომ გაიტანოს. ასეთ ჩემპიონთან ერთად შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იდეალური წელი იყოს.

– თქვენ ალეგრისთან „მილანში“ 6 თვე იმუშავეთ და 2011 წელს სკუდეტოც მოიგეთ. წარმოიდგენდით მაშინ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდებოდა?

– იმ ეპოქაშიც კარგი მწვრთნელი იყო. კარგი მენეჯერია, რასაც „იუვეს“ ბოლო წარმატებებიც ადასტურებს. ტურინში ის ორგანიზებულ კომპანიაში აღმოჩნდა, რაც საშუალებას აძლევს, რომ საუკეთესოდ იმუშაოს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …