მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობაში ცვლილებები იქნება”

ალეგრი: “წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობაში ცვლილებები იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კიევოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქის ბოლო ადგილზე ყოფნა არაფერს ცვლის.

ალეგრი ფეხბურთელებს მაქსიმალური ყურადღებით და აგრესიით თამაშს თხოვს.

„კიევო“

„კიევომ“ ბოლო 7 მატჩში დი კარლოს მოსვლის შემდეგ 7 მატჩიდან 5 ფრე ითამაშა, 1 მოიგო და მხოლოდ ერთხელ წააგო. ეს არის ცოცხალი გუნდი, რომელმაც უნთუზიაზმი დაიბრუნა და გადარჩენისთვის იბრძვის. ხვალ აგრესიულად უნდა ვითამაშოთ. ჩვენ მზად ვართ მატჩისთვის, მეტოქისადმი დიდი პატივისცემა გაგვაჩნია. პირველი ტიტული უკვე მოვიგეთ, ახლა კი სეზონის მეორე ნაწილი იწყება და სწორედ ეს პერიოდია ყველაზე სარისკო.

შემადგენლობა

ბოლო მატჩთან შედარებით რამდენიმე ცვლილება იქნება. კარს პერინი დაიცავს. დაცვაში კიელინისა და ბონუჩის შორის ერთ-ერთი სათადარიგო სკამზე დარჩება და რუგანი ითამაშებს. მარჯვნივ დე შილიო იქნება, მარცხნივ – ალექს სანდრო. ნახევარდაცვაში შესაძლოა ორი ან სამი ფეხბურთელით ვითამაშოთ. პირველ შემთხვევაში დუგლას კოშტა და ბერნარდესკი ორივე სასტარტოში იქნებიან, ხოლო მეორე ვარიანტის შემთხვევაში, ერთ-ერთი. იანვარში ჩვენი საუკეთესო შენაძენი ხედირაა. დიბალა? პაულო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

ტრავმები? მანჯუკიჩის „ლაციოსთან“ მატჩში დაბრუნდება დგვინდა, ამისთვის ვმუშაობთ. თუმცა, რთული იქნება. ბარძალიც მუშაობს დასაბრუნებლად, ბენატია კი ისევ ტრავმირებულია, ისევე, როგორც კუადრადო. პიანიჩის მცირე დაზიანება აქვს, ახლა უკეთაა და წინ კიდევ 1 კვირა აქვს გამოსაჯნმრთელებლად.

პროგრესი

ყოველდღე ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. ჩემპიონატში ბრძოლა ძალიან რთულია, ჩემპიონთა ლიგა კი სრულიად განსხვავდება. ეს არის ჩვენი ძალა და ამას აქ მოსული ფეხბურთელების პროგრესი ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „კიევოს“ შეხვედრა 21 იანვარს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …