მთავარი / სიახლეები / დარმიანი თითქმის “იუვეს” ფეხბურთელია

დარმიანი თითქმის “იუვეს” ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსი“ ახალოსაა მატეო დარმიანის ტრანსფერთან. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და უახლოეს დღეებში ფეხბურთელი იტალიაში დაბრუნდება.

როგორც იტალიური მედია წერს, 29 წლის დარმიანი „იუვეს“ იჯარის წესით შეუერთდება, ხოლო მისი გამოსყიდვა ზაფხულში 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.

დარმიანის ტრანსფერი ნიშნავს, რომ გუნდს მიმდინარე თვეში ერთ-ერთი ფლანგის მცველი დატოვებს. ეს თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლეონარდო სპინაცოლა იქნება, რომლის დამატება იჯარით „ბოლონიას“ უნდა. ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრიმაც გააკეთა განცხადება:

„სპინაცოლა იმ შემთხვევაში წავა, თუ მის შემცვლელს ვიპოვით. ლეონარდო „იუვეს“ დონის ფეხბურთელია, მაგრამ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ სპინაცოლა „იუვეში“ გასულ ზაფხულს დაბრუნდა, თუმცა ტრავმის გამო აქამდე მხოლოდ ერთხელ ითამაშა. რაც შეეხება დარმიანს, „მილანის“ აღზრდილია, სახელი „ტორინოში“ გაითქვა, ხოლო 2015 წლიდან „მანჩესტერის“ რიგებში თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ სპინაცოლას დარად, დარმიანსაც მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე თამაში შეუძლია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …