მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი: გულის პრობლემის გამო შეიძლებოდა კარიერა დამესრულებინა”

ბერნარდესკი: გულის პრობლემის გამო შეიძლებოდა კარიერა დამესრულებინა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ წარსული გაიხსენა და აღნიშნა, რომ გულის პრობლემის გამო შეიძლებოდა ფეხბურთი ვერ ეთამაშა. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ახლა ბერნარდესკი „იუვენტუსის“ წევრია.

გარდა ამისა, ფედერიკომ „ფიორენტინას“ გარდაცვლილი კაპიტანი დავიდე ასტორი გაიხსენა:

გული

„როდესაც 16 წლის ვიყავი და „ფიორენტინას“ ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი, ერთ-ერთი სამედიცინო შემოწმების დროს პრობლემა წარმოიშვა. როდესაც გავარკვიე რა ხდებოდა, აღმოჩნდა, რომ ჩემი გული გაფართოვებული იყო.

ექიმებმა მითხრეს, რომ არ იცოდნენ, შევძლებდი თუ არა ფეხბურთის თამაშს. არ მინდოდა ამის დაჯერება. 6 თვის განმავლობაში არ მითამაშია და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული 6 თვე. ფლორენციაში მარტო ვცხოვრობდი და არაფერი არ მქონდა. საბოლოო ჯამში, რადენიმე დიეტური ცვლილებით და მედიცინის საშუალებით შევძელი პრობლემის მოგვარება. ამ მომენტმა რა თქმა უნდა, უფრო მეტად დამარწმუნა საკუთარი თავის რწმენაში და გამაძლიერა“.

დავიდე ასტორი

„ყოველჯერზე, როდესაც „ფიორენტინაში“ გოლი გამქონდა, პირველი დავიდესთან (ასტორი -ავტ). ერთად აღვნიშნავდი. ის ერთ-ერთი იყო მათგანი, რომლებიც ლიდერად იბადებიან.

„იუვენტუსში“ სანამ გადავიდოდი, 2017 წლის ზაფხულში მასთან რამდენჯერმე ვისაუბრე ამ საკითხზე. მან გამიგო, თუმცა ეს ადვილი არ ყოფილა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში მისი ნომერი სხეულზე დავიხატე. ახლა, სადაც კი წავალ, ის ჩემთანაა“, – ციტირებს ბერნარდესკის სიტყვებს Calcioj.com-ი.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …